საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

21 აპრ 2024

პროექტი - „დანახვის ხელოვნება - ასტრონომიის მდგომარეობები“ თანამედროვე ხელოვნების ვენეციის მე-60 საერთაშორისო გამოფენაზე - ვენეციის ბიენალეზე, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. საქართველოს ეროვნული პავილიონი ევროპელი სპეციალისტების შეფასებით შვიდ აუცილებლად სანახავ საუკეთესო პავილიონს შორისაა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი შეფასება პირველია საქართველოს ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის 20-წლიან ისტორიაში.

ამოფენის კონცეფცია 2024 წლის ვენეციის ბიენალეს - „გლობალურ მოდერნიზმს“ ეხმიანება, რომელიც გლობალური სამხრეთიდან დაძრულ მოდერნისტულ ტალღას ასახავს.

პროექტის კონცეფცია ქართველი ხელოვანის, პოეტისა და მწერლის, ილია ზდანევიჩის მემკვიდრეობას უკავშირდება და მისი საარქივო მასალის ახალ გარემოში წარდგენას ისახავს მიზნად.