პირველიდან ბოლო ტელეფონამდე - გამოფენა 

20 აპრ 2024

„ალექსანდრე ბელის გამოგონებიდან ოცდამეერთე საუკუნის მობილურამდე“ - თემაზე ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიურ მუზეუმში ფოტო-გამოფენა გაიმართა.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო მე -20 საუკუნის სადენიანი ტელეფონები და 21-ე საუკუნის სხვადასხვა თაობის მობილურების მოდელები.

გამოფენის პარალელურად ფიჭური კავშირებისა და მობილური ტელეფონების ისტორიის შესახებ ფილმი აჩვენეს.