პრემიერა ხულოს დრამატულ თეატრში 

19 აპრ 2024

პრემიერა ხულოს დრამატულ თეატრში. მსახიობებმა მაყურებელს ამჯერად იანუშ გლოვაცკის ,,ანტიგონე ნიუ-იორკში" წარუდგინეს.

პიესა ეხება ერთ-ერთ მთავარ პრობლემას - ემიგრაციას. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი თამაზ ბოლქვაძეა.

კიდევ ერთი საპრემიერო ჩვენება  ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე დღეს 18:00 საათზეა ჩანიშნული.