ღამით უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

19 აპრ 2024

ღამით, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს დნიპროზე. აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესის ოლქში.

ქალაქ დნეპრზე რუსეთის იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 71 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე მეტი შეტევა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტის, ნოვო-პავლივის და ავდიივკას მიმართულებით მოიგერიეს.