თორნიკე რიჟვაძემ ვაშლოვანის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

18 აპრ 2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვაშლოვანის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

"ვაშლოვანის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა.

სოფელ ვაშლოვანში, სატბაოს ტერიტორიაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

მინდა კიდევ ერთხელ პატივი მივაგო ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ხსოვნას და მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს"- წერს თორნიკე რიჟვაძე.