პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

17 აპრ 2024

ოპოზიციის განცხადებით, კანონის დამტკიცებით მმართველი გუნდი, პარტნიორ, მეგობარ სახელმწიფოებს ღიად დაუპირისპირდება, რამაც შესაძლოა საქართველოს ევროკავშირის სტატუსიც დააკარგვინოს.

კანონპროექტის ინიციატორები კი ოპონენტებს უსაფუძვლო უარგუმენტო ბრალდებებში ადანაშაულებენ, პროტესტის მიზეზად კი ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილს ასახელებენ.