დეპუტატები გაფართოებულ სხდომაზე საპატრულოს უფროსთან შეხვედრას გეგმავენ

23 მარ 2017

მივა თუ არა საკრებულოში შსს ბათუმის სამმართველოს  უფროსი ჯერ, უცნობია.  ''ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში'' მიიჩნევენ,  11-12 მარტის მოვლენებმა აჩვენა, რომ ბათუმში  პარკირების სისტემა მოუწესრიგებელია. რესპუბლიკელი დეპუტატი  ირაკლი ჩავლეიშვილი  ინიციატივით გამოდის, რომ კახაბერ ბუხრაძე გაფართოებულ სხდომაზე მივიდეს და პრობლემის გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელონ.