ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების ასარჩევად კენჭისყრა პარლამენტში მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება

16 აპრ 2024

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას არჩევისათვის საჭირო ხმები ვერ მოაგროვეს, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, მათ პარლამენტის 91 წევრის მხარდაჭერა აქვთ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, კენჭისყრა ორ კვირაში ისევ ჩატარდება და გიორგი კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარედ, მაია ზარიძეს, გიორგი შარაბიძესა და გია ცაცაშვილს ცესკო-ს წევრებად აირჩევენ.

დღევანდელ სხდომაზე კი ხმები ასე განაწილდა: გიორგი კალანდარიშვილი 85 მომხრე, 13 წინააღმდეგი; მაია ზარიძე – 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი; გიორგი შარაბიძე – 82 მომხრე, 0 წინააღმდეგი; გია ცაცაშვილი – 81, მომხრე, 0 წინააღმდეგი. განმეორებითი კენჭისყრა მომდევნო სასესიო კვირაში გაიმართება.