დანიის დედაქალაქში ისტორიული შენობა დაიწვა

16 აპრ 2024

კოპენჰაგენის საფონდო ბირჟის უძველესი შენობა დაიწვა. ხანძრის გაჩენიდან ნახევარ საათში ცეცხლმა  შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. გამომწვევი მიზეზები ჯერ არ სახელდება. 

„დანიის 400 წლიანი კულტურული მემკვიდრეობა ახლა ცეცხლის ალშია'' - წერს სოციალურ ქსელში დანიის კულტურის მინისტრი.  

კოპენჰაგენის საფონდო ბირჟის შენობაა  ქალაქის ცენტრში 1625  წელს აშენდა. მე-19 საუკუნემდე შენობაში  სასაქონლო ბირჟა, შემდეგ 1974 წლამდე საფონდო ბირჟა იყო განთავსებული. შენობა ამჟამად დანიის სავაჭრო პალატას ეკუთვნის.

მე-19 საუკუნეში ჩატარდა შენობის წარუმატებელი რესტავრაცია, ახლა კი ფართომასშტაბიანი სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა, უნდა აღედგინათ  ბირჟის ისტორიული ფასადი.