აზიის ქვეყნებში წყალდიდობამ ათობით ადამიანი იმსხვერპლა

16 აპრ 2024

ავღანეთში ძლიერი მუსონური წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ გაანადგურა ნათესები და ინფრასტრუქტურა. თალიბანის წარმომადგენელმა  განაცხადა, რომ წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა.   ძლიერმა წვიმამ და ქარმა წყალდიდობა გამოიწვია ბაჰრეინის ქალაქ მანამაშიც.

დატბორილია ქუჩები, შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა.  მთელ აზიაში მოსულმა  ძლიერმა ნალექმა მდინარეების ადიდება და წყლის მოვარდნა გამოიწვია ასევე ინდოეთსა და  პაკისტანში.

სტიქიამ  მხოლოდ  პაკისტანში   36 ადამიანი იმსხვერპლა. განადგურებულია ათობით საცხოვრებელი სახლი. მეტეოროლოგები  რეგიონში ნალექის შენარჩუნებას კვირის ბოლომდე ვარაუდობენ.