ირაკლი კობახიძე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება

15 აპრ 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება. აღნიშნულ ინფორმაციას  მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

რობინ დანიგანთან, პაველ ჰერჩინსკისა და მარკ კლეიტონთან შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდება.