ილია ჭავჭავაძის მუზეუმში დედა ენის დღე აღინიშნა

14 აპრ 2024

დედა ენის დღესთან დაკავშირებით ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმში გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილი იყო მუზეუმში დაცული იაკობ გოგებაშვილის დედა ენა, სულ 4 ნამუშევარი.  

გამოფენის პარალელურად მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრაც გაიმართა.

დედაენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებია დაანონსებული მომდევნო კვირის ბოლომდე, კვირეულის ფარგლებშივე გაგრძელდება გამოფენები.