დაძაბულობა ირანსა და ისრაელს შორის

13 აპრ 2024

ისრაელი სრულ მზადყოფნაშია და ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

რეგიონში დაძაბულობაა. სირიაში ირანის საკონსულოზე თავდასხმის და ირანის მუქარის შემდეგ, აშშ-მა განაცხადა, რომ ისრაელს დაიცავს.

დღეს, ირანის რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ისრაელთან დაკავშირებული საკონტეინერო გემი დაიკავეს.