გამოფენა თანამედროვე ხელოვნების სივრცეში

13 აპრ 2024

"ჰარმონია ბუნებასთან" - ამ სახელწოდებით ფოტოხელოვან გიგა ქოქოლაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში გამოიფინა ავტორის თანამედროვე და რეალისტური სტილის შემოქმედება.

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და მისი ხილვა დამთვალიერებლებს 10 დღის განმავლობაში შეეძლებათ.