ხასან ინაიშვილის შემოქმედება - საინფორმაციო საათი

12 აპრ 2024

ხელოვნების მუზეუმში „საინფორმაციო საათის“ პროგრამის  ფარგლებში ხასან ინაიშვილის შემოქმედებასა და ცხოვრებაზე ისაუბრეს. ხასან ინაიშილი მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მხატვრობის ერთ-ერთი შემოქმედია.

ხელოვანს არაერთი ნამუშევარი აქვს შესრულებული,  მხატვრის ნამუშევრებს შორისაა “ნატურმორტი თევზით“, “ცხვრის ფარა მთებში“, „ყვავილები ფანჯრის რაფაზე“ და სხვა.  ხასან ინაიშვილის ნამუშევრები ეროვნულ გალერეაში ინახება.

„საინფორმაციო საათის„- პროექტის  მიზანია ახალგაზრდების ჩართვა და დაინტერესება სამუზეუმო ცხოვრებაში.