შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ბაქოს ქუჩაზე ერთი თვით სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა - ბათუმის მერია

12 აპრ 2024

შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერთი თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა ცალმხრივად შეიზღუდა ბაქოს ქუჩაზე, ესტაკადასა და შავშეთის ქუჩას შორის არსებულ მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებულია გზის ერთ ზოლში - ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვა შავშეთის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.