გერმანულმა ავიაკომპანიამ უსაფრთხოების საფრთხის გამო თეირანში ფრენები შეწყვიტა

11 აპრ 2024

გერმანიის ავიაკომპანია ლუფთჰანზამ ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო ირანის დედაქალაქ თეირანის მიმართულებით და პირიქით ავიარეისები შეაჩერა. ავიაკომპანიის პრესსპიკერის განცხადებით, გადაწყვეტილება საფუძვლიანი განხილვის შემდეგ მიიღეს.   

1-ელ აპრილს ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ირანელი სამხედრო მეთაურები.

ირანი თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, თუმცა მას პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია.