ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისების სიხშირე იზრდება

11 აპრ 2024

ზაფხულის სეზონზე ყაზახეთი საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტებიდან ფრენის სიხშირეებს გაზრდას გეგმავს და ჯამში Air Astana და Fly Arystan საქართველოში კვირაში 39 სიხშირით იფრენს.   

ცნობილია, რომ თბილისი-ალმათის მიმართულებით რეისები კვირაში 10 სიხშირით შესრულდება.

ბათუმი-ალმათის მიმართულებით კვირაში 9 სიხშირით. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კი დაბალბიუჯეტური FlyArystan-ი ყაზახეთის 5 ქალაქის მიმართულებით კვირაში 15 სიხშირით იფრენს.