საფრანგეთში ქარიშხალი პიერიკი მძვინვარებს

10 აპრ 2024

საფრანგეთს ძლიერი შტორმი უტევს. სენტ-მალოში უზარმაზარი ტალღები  სანაპიროს დამცავ ჯებირებს არღვევს, დატბორილია ქუჩები. 

მეტეოროლოგების პროგნოზით, შტორმი პიერიკის რეგიონში ძლიერ ქარსა და წყალდიდობას გამოიწვევს. 

ნორმანდიის ნაწილებში შეფერხებულია სატრანსპორტო მიმოსვლა. საფრანგეთის რამდენიმე რეგიონში  ნარინჯისფერი განგაშის რეჟიმია გამოცხადებული.