რუსეთის ურალსა და ყაზახეთის მოსაზღვრე რეგიონიდან 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება

10 აპრ 2024

3 ათასამდე სახლი მთლიანად დაიტბორა და 8 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა რუსეთის ორენბურგის ოლქში. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. 

ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობის გამო რუსეთისა და ყაზახეთის ნაწილებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია იგეგმება.  მასშტაბური წყალდიდობა ურალის მთებში თოვლის დნობამ გამოიწვია. 

ჰიდროლოგების თქმით, მდინარე პარასკევამდე 70 სანტიმეტრამდე ადიდდება.