ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას სახიფათოს უწოდებს

10 აპრ 2024

ჩინეთმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებას სახიფათო უწოდა. კურტ კემპბელმა მანამდე ივარაუდა, რომ ავსტრალიას, ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის შექმნილი  სამხედრო პარტნიორობის ეგრეთწოდებული აუკუსის  წყალქვეშა  ნავის პროექტი  ხელს შეუწყობს ტაივანის მიმართ ჩინეთიდან მომდინარე  ნებისმიერი საფრთხის შეკავებას. 

აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიას შორის უსაფრთხოების სფეროში შექმნილი  ეგრეთწოდებული  სამმხრივი პარტნიორობა მოწოდებულია რეგიონში სამხედრო დაპირისპირების პროვოკაციისთვის-  განაცხადა  დეპარტამენტის სპიკერმა ტრადიციულ  ბრიფინგზე. 

კემპბელმა კი ვაშინგტონში  ახალი ამერიკული უსაფრთხოების  ცენტრში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ  ახალი წყალქვეშა ნავები  ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გაძლიერებას.