ირაკლი კობახიძემ 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

09 აპრ 2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტთან, 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ადგილზე პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.