დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორი მატჩი გაიმართება

09 აპრ 2024

დღეს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორი მატჩი გაიმართება. ლონდონის ''არსენალი'' საკუთარ მოედანზე ''ბაიერნს'' უმასპინძლებს. მადრიდის ''რეალი'' კი ''სანტიაგო ბერნაბეუზე'' ''მანჩესტერ სიტის'' დაუხვდება.

ორივე შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.