საჯარო რეესტრმა პარტია „ალტ-ინფო“ გააუქმა

09 აპრ 2024

საჯარო რეესტრმა პარტია „ალტ-ინფო“ გააუქმა. ეროვნულმა სააგენტომ „კონსერვატიული მოძრაობა-ალტ-ინფო“ რეგისტრაციიდან რამდენიმე მიზეზით მოზსნა.

უწყებამ გადაწყვეტილება ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვის საფუძველზე მიიღო, რომელმაც პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა მოითხოვა.

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, რეესტრმა შესწავლის საფუძველზე პარტიის რეგისტრაციასთან დაკავშირებული რამდენიმე დარღვევა დაადგინა.