"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა

08 აპრ 2024

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა. კანონპროექტს 12 აპრილს, იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა იმ მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის დაფინანსებაც უცხოეთიდან 20%-ს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება ექნება. უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.

ამასთან, ბიუროზე დარეგისტრირდა გიორგი გახარიას პარტიის - „საქართველოსთვის“ წარმოდგენილი ორი ალტერნატიული კანონპროექტიც.