10 აპრილს N11, N12 და N12ა სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება - ბათუმის ავტოტრანსპორტი

08 აპრ 2024

"ბათუმის ავტოტრანსპორტის" ინფორმაციით, რამადან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით, 10 აპრილს, 07:00-დან 22:00 საათამდე #11, #12 და #12ა სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.