კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ოპოზიციის ალტერნატიული ინიციატივა

08 აპრ 2024

ამჯერად დეპუტატების მთავარი განსახილველი საკითხი პარლამენტში ალტერნატიული კანონპროექტებია, რომლებიც უცხოური გავლენებისგან ქვეყნის დაცვას გულისხმობს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ინიციატორი მმართველი გუნდია, "ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ" კანონის კი ოპოზიცია.

მხარეები ერთმანეთს ინიციატივას უწუნებენ, ურთიერთბრალდებებს კი არგუმენტებით პასუხობენ.