რუსეთის იერიშს აღმოსავლეთ უკრაინაში მსხვერპლი მოჰყვა

05 აპრ 2024

ომი გრძელდება უკრაინაში, სადაც რუსეთის თავდასხმების შედეგად კიდევ სულ მცირე 8 ადამიანი დაიღუპა. აღმოსავლეთ უკრაინაზე განხორციელებული იერიშის დროს, ოკუპანტებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს.

4 ადამიანი დაიღუპა ხარკოვში, დაიბომბა სუმის ოლქის 6 დასახლება. პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად უტევს და არღვევს ომის საერთაშორისო კანონებს.

უკრაინის საჰაერო ძალებში კი აცხადებენ, რომ გასულ ღამეს მტრის მიერ გაშვებული შაჰედის ტიპის ყველა დრონი ჩამოაგდეს.