''ომის ღმერთი'' - მზადება პრემიერისთვის

21 მარ 2017

არის თუ არა კაცობრიობის მარადიული პრობლემა “ომის ღმერთი?” ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და თანამედროვე მშობლების რეალური სახის ჩვენებას, რომლებსაც მუდმივად დაძაბული ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და გარესამყაროსთან, დრამატული თეატრის მსახიობები შეეცდებიან. ერთმოქმედებიანი ტრაგიკომედიის პრემიერა თეატრის ახალ სცენაზე 25 მარტს გაიმართება.