ანკარაში ოპოზიციის მხარდამჭერებმა არჩევნებში გამარჯვება აღნიშნეს

01 აპრ 2024

ხმების ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ  სტამბოლის მერის არჩევნებში იმამოღლუ თითქმის 10 პროცენტიანი სხვაობით ლიდერობს  ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ხოლო მისმა რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ შეინარჩუნა  ძალაუფლება დედაქალაქში და  ქვეყნის 9 დიდ ქალაქში მერის არჩევნები პირველად  მოიგო.

ევროპის უდიდეს ქალაქში  16 მილიონიან  სტამბოლში, იმამოღლუს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 50,53% -მა, ხოლო მის ოპონენტს ერდოღანის პროტეჟე  მურატ ქურუმს, 40,73%-მა. სტამბოლის მერიის შენობის წინ  იმამოღლუს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა და გამარჯვება იზეიმა.