1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა

31 მარ 2024

დღეს, 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა. 33 წლის წინ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაიმართა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი.

 კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“, 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა 98.9 პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა - 3,672,403 ამომრჩევლიდან, 3,295,493-მა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მისცა ხმა.

რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 9 აპრილს, უზენაესმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და საქართველო 70-წლიანი საბჭოთა ოკუპაციიდან გათავისუფლდა. 

დღეს, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, რომელსაც 85 წელი შეუსრულდებოდა.