საქართველოში მიწისძვრა მოხდა

30 მარ 2024

დღეს, 17:50 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 3 კილომეტრში, სოფელ სორგითში იყო.

მიწისძვრის სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.