მშობიარე ქალის გარდაცვალება - ფაქტს სამედიცინო რეგულირების სააგენტო შეისწავლის

30 მარ 2024

რა გახდა 31 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ამას სამედიცინო რეგულირების სააგენტო გამოიკვლევს, რა ზომებს მიიღებენ მომხდართან დაკავშირებით ეს კვლევის შედეგებით უნდა განისაზღვროს, საქმეს იძიებს შსს-ც, საქმეზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით არის აღძრული. 

ქალს საკეისრო კვეთა კლინიკა ბმს-ში  ჩაუტარდა, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში კი კლინიკა „ბაუში“ გადაიყვანეს, სადაც მედიკოსების ინფორმაციით მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ბაუს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ბმს-ის კლინიკამ  პაციენტის მათთან გადაყვანის თხოვნით თავად მიმართა, მიზეზად კი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ადგილის არქონა დაუსახელეს.

რაც შეეხება ბმს-ს, სადაც დამძიმდა პაციენტის მდგომარეობა მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.