29 მარ 2024
უნდა გაუქმდეს და საჭიროა თუ არა საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის დაწესებული 40 %-იანი საარჩევნო ბარიერი?
ამ წესის შესაძლო გაუქმების ინიციატივა ქართულ ოცნებას ეკუთვნის, რაც გაჟღერებისთანავე გახდა სადავო, რამაც სახელისუფლებო პარტიის ოპონენტებს ეჭვებიც მალევე გაუჩინა.
მაგალითად, გახარიას პარტიაში ფიქრობენ, რომ ოცნებამ ეს იმიტომ მოიგონა, რომ 60%-იანის ნაცვლად 40%-იანი მხარდაჭერა აქვთ, რაც მათივე შეფასებით, სერიოზული პრობლემაა ოცნებისთვის.
მიხეილ დაუშვილის თქმით, „ოცნება“ ხვდება, რომ ძველი, მაჟორიტარული სისტემის გარეშე, მათთვის ძალაუფლების შენარჩუნება შეუძლებელია.