ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება - სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენიც

28 მარ 2024

ბაკურიანში ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, ასევე გამოიყენება სამაშველო დრონები.

ადგილზე მობილიზებულნი არიან მეხანძრე-მაშველები და შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა დღეს ჩამოიშალა. არსებული ინფორმაციით, ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია ერთი ადამიანი.