სპექტაკლი თოჯინების თეატრში

27 მარ 2024

ნაყოფიერი  მოღვაწეობისთვის, ასევე როლის   საუკეთესო შესრულებისთვის  მსახიობები  და აჭარის თეატრებში  დასაქმებული   სხვა ხელოვანები აჭარის თეატრალურმა საზოგადოებამ  დააჯილდოვა. 

ღონისძიება ყოველწლიურია და  თეატრის  საერთაშორისო  დღეს უკავშირდება. შეკრებილებმა  ელენე მაცხონაშვილის  სპექტაკლი  „ძაღლიც“ იხილეს.

საღამოზე  ასევე თეატრალური  რუბრიკებით  დატვირთული ჟურნალ  „აფსაროსის„ პრეზენტაცია გაიმართა.