ისრაელში „ჰესბოლას“ რაკეტამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა

27 მარ 2024

„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა.  25 წლის კაცი  „ჰეზბოლას“ რაკეტამ  ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში იმსხვერპლა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები  სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებზე პასუხი იყო, რომლის შედეგადაც, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.