იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო 

27 მარ 2024

ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ქართველი კომპოზიტორის იოსებ კეჭაყმაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე ქუთაისის კამერულ გუნდს იოსებ კეჭაყმაძის სახელი მიენიჭა.

კონცერტზე საგუნდო კოლექტივებმა  კომპოზიტორისა და საგუნდო მუსიკის დიდოსტატის ნაწარმოებები შეასრულეს.

მაყურებელმა იხილა ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან, რომელიც იოსებ კეჭაყმაძის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა.