ბათუმელ გულშემატკივარს დღევანდელი მატჩის ნახვა სტადიონთან დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლება

26 მარ 2024

დღეს, "დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს დაუპირისპირდება.

ბათუმელ გულშემატკივარს მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა სტადიონის მიმდებარედ დამონტაჟებულ მონიტორზე შეეძლება. 

შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

ფოტო: არქივი.