ბალტიმორის ხიდს კონტეინერმზიდი შეეჯახა

26 მარ 2024

ამერიკის მერილენდის შტატის ქალაქ  ბალტიმორში საავტომობილო ხიდი  ნაწილობრივ ჩაინგრა მას შემდეგ, რაც მას სატვირთო გემი დაეჯახა. წყალში რამდენიმე ადამიანი და  ავტომობილი ჩავარდა.   

შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. ასევე უცნობია 3 კმ-იანი  სიგრძის ხიდის დაზიანების მასშტაბები. 

ინციდენტის გამო სატრანსპორტო მოძრაობა დაკეტილია ორივე მიმართულებით.