მძევლების გათავისუფლებამდე ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს 

26 მარ 2024

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თეთრ სახლში შეხვედრების წინ განაცხადა, რომ ისრაელი ვერ დაასრულებს ომს ჰამასის წინააღმდეგ, სანამ ღაზაში მძევლები რჩებიან. 

იოავ გალანტმა განაცხადა, რომ იგი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე ხაზს გაუსვამს ჰამასის განადგურებისა და მძევლების სახლში დაბრუნების მნიშვნელობას.