ბერბოკი პალესტინის ხელმძღვანელობას შეხვდა

26 მარ 2024

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, რომელიც  ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს, კარგა ხანია დაგვიანებულია, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში ვიზიტის დროს.

ბერბოკი შეხვდა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბას და სხვა ოფიციალურ პირებს, მათ შორის მის პალესტინელ კოლეგას რიად ალ-მალიკის.  

ჰამასის  ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ბერბოკი რეგიონს ექვსჯერ ეწვია. ვიზიტის წინ გერმანელმა დიპლომატმა  განაცხადა, რომ მხარეებთან მოლაპარაკებებზე  ყურადღებას გაამახვილებს  იმაზე, თუ როგორი  შეიძლება იყოს პოლიტიკური მსოფლმხედველობა  პალესტინის სახელწიფოს მომავალი მოწყობის შესახებ.