ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს - თორნიკე რიჟვაძე

21 მარ 2024

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.

"ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს. დღევანდელი დღე ახლის დაბადებას, მომავლის იმედს და სიხარულს უკავშირდება. 

მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ", - აღნიშნავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.