რუსეთის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური სედეგები გამოაქვეყნა

21 მარ 2024

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური კენჭისყრის შედეგები კომისიის რიგგარეშე სხდომაზე გამოაცხადა.

მოქმედ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ხმა 76 მილიონ  277 ათას 708-მა ადამიანმა მისცა და პროცენტულად ამ რიცხვმა 87,28 შეადგინა.

საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 77,49%-ით განისაზღვრა. აბსოლუტური მაჩვენებლით არჩევნებში მონაწილეობა 87 მილიონ 576 ათას 75 ამომრჩეველმა მიიღო.

”რუსეთის თანამედროვე ისტორიაში ასეთი მაჩვენებლები არასოდეს ყოფილა”, - ხაზგასმით აღნიშნა პამფილოვამ.

რუსეთის ფარგლებს გარეთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 388 ათას  791-მა ამომრჩეველმა მიიღო.