გამოფენა სამხატვრო სკოლაში

21 მარ 2024

სამხატვრო სკოლის განახლებულ სივრცეში ადგილობრივი მხატვრების  ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. 

საგამოფენო დარბაზში  სხვადასხვა, მათ შორის საგაზაფხულო თემატიკაზე შესრულებული 60-ზე მეტი ნახატი იყო წარმოდგენილი, მათ შორის  იყო ხის მხატვრული ნამუშევრებიც.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, უმცროსი და უფროსი თაობის ხელოვანების მიერ განსხვავებული ტექნიკით შესრულებულ  ნიმუშებს  გასცნობოდა.