იაპონიის სანაპიროსთან ამოტრიალებული ქიმმზიდი ტანკერის ეკიპაჟის წევრებს ეძებენ

20 მარ 2024

სამხრეთ კორეის დროშის ქვეშ მცურავი ქიმმზიდი ტანკერი იაპონიის დასავლეთ  იამაგუჩის პრეფექტურის სანაპიროებთან ამოტრიალდა. იაპონიის სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის რაიონში მიმდინარეობს ეკიპაჟის გადარჩენის ოპერაცია.

ტანკერ კეიონგ-სანმა  დახმარება  ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე ითხოვა და  იტყობინებოდა, რომ გემი იხრებოდა და ბორტზე ეკიპაჟის 11 წევრი იყო.

იაპონური მედიის მონაცემებით, ამ დროისთვის  ეკიპაჟის ოთხი წევრი გადაარჩინეს.