ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

20 მარ 2024

ავლაბარში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მასშველები, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.