პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია

19 მარ 2024

პრეზიდენტის ვეტო დაძლეულია, პარლამენტმა, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა. შენიშვნებს 21-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61 წინააღმდეგი იყო.