დღეიდან აღდგომის მარხვა დაიწყო

18 მარ 2024

დღეს, დიდი მარხვა დაიწყო. დიდმარხვა აღდგომიდან 7 კვირით ადრე იწყება და სხვა მარხვებთან შედარებით განსაკუთრებით მძიმეა. 

მარხვა 5 მაისს მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულით დასრულდება.  

თევზით ხსნილია მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულები.

დიდმარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში ანდრია კრეტელის სინანულის კანონი იკითხება. 
დიდი მარხვის დროს ორი უდიდესი დღესასწაული - ხარება და ბზობა აღინიშნება.

მართმადიდებელი ეკლესია დიდი მარხვის პერიოდში, ორმოცი დღის განმავლობაში მიცვალებულებს იხსენიებს. 

გარდა ამისა, ყოველდღიურად, პარასკევს საღამოდან კვირა დილის ჩათვლით პერიოდის გარდა, წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა იკითხება.