ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეაბილიტაცია 

16 მარ 2024

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება. დასრულებულია შენობის გადახურვა, მონტაჟდება გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. დაწყებულია სცენისა და საორკესტრო ორმოს ბეტონის ფილის დასხმა.   

სამუშაოები თეატრში 2025 წლის დასაწყისში დასრულდება.